Scroll down

explore more

The University of Georgia

announcement

კონკურსი: შექმენი საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინოვაციების ცენტრის ლოგო
4 May 2017

ძვირფასო სტუდენტებო,

საქართველოს უნივერსიტეტში წელს ახალი ტიპის ინოვაციების ცენტრი დაარსდება, სადაც იქნება განსაკუთრებული გარემო: შესანიშნავი ინფრასტრუქტურა, ინოვაციური იდეების აქტიური მხარდაჭერა, სტარტაპების ხელშეწყობა, ტრენინგები და სხვადასხვა ტიპის სასარგებლო სერვისები.
მოკლედ, თქვენთვის იქმნება შთამბეჭდავი სივრცე - საქართველოს უნივერსიტეტის ახალი ინოვაციების ცენტრი, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს თქვენი ინოვაციური შესაძლებლობების რეალიზაციაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სწორედ თქვენ დაარქვათ სახელი ამ ცენტრს, რისთვისაც ცხადდება კონკურსი:

კრიტერიუმები:

• საქართველოს უნივერსიტეტის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი
• ლოგო უნდა იყოს შესრულებული 1-3 ფერში
• ლოგო უნდა იყოს ორიგინალური და გენიალურად მარტივი

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ შეავსოთ უმარტივესი სარეგისტრაციო ფორმა ამ ლინკზე, სადაც ატვირთავთ საკონკურსო ლოგოს ვარიანტსაც. https://www.ug.edu.ge/startup_form

კონკურსის ბოლო ვადა გახლავთ 15 მაისი, 15: 00სთ. გამარჯვებული გამოვლინდება 17 მაისს.

ცენტრის დაარსების შესახებ ინფორმაციის გავრცელების პროცესში აუცილებლად იქნება ნახსენები ცენტრის ლოგოს ავტორი. გამარჯვებულს, წამახალისებელი პრიზის სახით, საშუალება მიეცემა მოიფიქროს UG Sticker-ების მორიგი სერიის 1 სტიკერის ვიზუალი.

გისურვებთ წარმატებას!

SHARE ON







OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia

STAY INFORMED
Stay connected and get the latest information
SUBSCRIBE
OUR SOCIAL NETWORKS
UG
CONTACT
Address: 77a, M. Kostava str. Tbilisi, 0171, Georgia Tel: 2 55 22 22; info@ug.edu.ge
ADDITIONAL LINKS
All Rights Reserved. Copyright © 2018 The University of Georgia